ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

სტუდენტური პოსტერების კონკურსი პლაგიატის შესახებ

კონკურსები

სტუდენტური პოსტერების კონკურსი პლაგიატის შესახებ გამოცხადებული პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში. 

პროექტის შესახებ:

ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინასებული პროექტის INTEGRITY მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პრობლემა: 

საქართველოში, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, პლაგიატის პრობლემა საკმაოდ სერიოზულად დგას. აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პლაგიატის შემთხვევების პრევენციას, დეტექციასა და შესაბამის რეაგირებას. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ცნობიერების ამაღლებას ყველა დაინტერესებულ პირს შორის, მათ შორის პლაგიატის რაობისა და სახეების/ფორმების შესახებ.

მიზანი

შეიქმნას საკომუნიკაციო მესიჯის შინაარსის მქონე პოსტერი, რომელიც დაინტერესებულ მხარეებში აამაღლებს ცნობიერებას პლაგიატთან დაკავშირებით და ხელს შეუწყობს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვას.

კონკურსში მონაწილეობის პირობა

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტი უნდა იყოს საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი.

სამიზნე აუდიტორია

მაღალი კლასის მოსწავლეები, სტუდენტები, ლექტორები

ტონი

პროფესიული, მოტივაციის მიმცემი, პოზიტიური

განთავსება:

განთავსდება სოციალურ ქსელსა და 13 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სივრცეებში.

შესრულების ფორმატი:

ზომა: A3 ფაილი: .pdf

ვადა: 10 იანვარი, 2020

ნამუშევრები უნდა გაგზავნოთ: contest@iliauni.edu.ge

წერილის სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი.

წესები:

შედეგების გამოქვეყნებამდე თქვენი ნამუშევარი არ უნდა გამოქვეყნდეს არც ერთ მედიასა და სოციალურ ქსელში;

ნამუშევრის ელფოსტაზე გამოგზავნით ადასტურებთ, რომ ნამუშევარი თქვენი შექმნილია და, შესაბამისად, თქვენ ფლობთ საავტორო უფლებებს;

კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობით ორგანიზატორებს ანიჭებს უფლებას, საჭიროებისამებრ გამოიყენონ ნამუშევარი ვებგვერდზე, გამოფენაზე, პუბლიკაციასა და ნებისმიერ სხვა მასალაში (ავტორის მითითებით).

კრიტერიუმები:

რამდენად შეესაბამება ნამუშევარი კონკურსის პირობებს;

რამდენად კარგად გადმოსცემს სათქმელს;

რამდენად კარგად არის ტექნიკურად შესრულებული.

პრიზი:

  • 1200 ₾არი
  • 800 ₾არი
  • 500 ₾არი

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა: 10 იანვარი, 2020 წ.

ბანერები