ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

კონკურსი - კარლ ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯის დემოკრატიული მმართველობის პროგრამა

ახალი ამბები

გამოცხადდა კონკურსი კარლ ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯის დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

გორდელერის დემოკრატიული მმართველობის კოლეჯი არის ერთწლიანი, გერმანულენოვანი უწყვეტი განათლების პროგრამა ახალგაზრდა ლიდერებისათვის, რომელთაც აინტერესებთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და სურთ აქტიურად ჩაერთონ პროცესების გაუმჯობესაბაში. შერჩეული ახალგაზრდები, პროგრამის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებენ სამ სემინარში და განახორციელებენ საკუთარ პროექტს თავიანთ სამშობლოში.

პროგრამაში ყოველწლიურად მონაწილეობს გერმანული ენის მცოდნე 20 ახალგაზრდა ლიდერი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან. პროფესორი გიუნტერ ფერჰოიგენი, წარსულში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, უკვე რამდენიმე წელია, პროგრამის დირექტორია.

გორდელერის კოლეჯის მონაწილეები:

  • ამყარებენ მნიშვნელოვან კონტაქტებს მაღალი რანგის ექსპერტებთან საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და მმართველობის საკითხებში გერმანიიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან.
  • იღრმავებენ ცოდნას დემოკრატიული მმართველობისა და ადმინისტრირების მოდერნიზაციის თემებთან დაკავშირებით.
  • ეცნობიან იმ გერმანული ინსტიტუციების საქმიანობას, რომლებიც მათ მსგავს სფეროებში მოღვაწეობენ.
  • გამოცდილი პროექტ-მენეჯერის დახმარებით, ახორციელებენ საკუთარ პროექტს სამშობლოში.
  • ხდებიან ევროპის ახალგაზრდა ხელმძღვანელების საერთაშორისო ქსელის ნაწილი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 თებერვალი

საკონტაქტო ინფორმაცია

ვებგვერდი: www.goerdeler-kolleg.de
საკონტაქტო პირი: კლერ ლუცია ლაიფერტი (გერმანიიდან)
ტელ.: +49 30 25423192
ელფოსტა: goerdeler-kolleg@dgap.org

ბანერები