ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

Botathon – ჩეთბოტების ჰაკათონი

კონკურსები

ჩვენი ახალი თანამშრომლის, ჩეთბოტი უნას  ორგანიზებით,  28-30 ივლისს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩეთბოტების ჰაკათონი –  Botathon გაიმართება.

ჰაკათონის ფარგლებში ჩაგიტარდებათ ტრენინგი, რის შემდეგაც შეძლებთ, თავად შექმნათ ჩეთბოტი ბოტების ქართულენოვან პლატფორმაზე. ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, პლატფორმის გამოყენებისას არ არის საჭირო რაიმე ტიპის ტექნიკური ცოდნა.

სამი დღის  განმავლობაში პროფესიონალი მენტორების დახმარებით შეგიძლიათ შექმნათ ნებისმიერი ტიპის ბოტი –  ეს შეიძლება იყოს საკუთარი თავის ბოტი, რომელსაც  შეეძლება, შეითავსოს თქვენი საქმე, მაგალითად, პასუხები გასცეს ერთი და იმავე შინაარსის შეკითხვებს და  ცხოვრება გაგიმარტივოთ. ასევე შეიძლება რომელიმე ცნობილი პირის, რომანის გმირის ან თუნდაც გამოგონილი პერსონაჟის ბოტის აწყობა.

ვის შეუძლია ჰაკათონში მონაწილეობა?

ნებისმიერ ადამიანს,  რომელსაც აქვს სურვილი,  შექმნას ბოტი. სასურველია, მონაწილეს ჰქონდეს თავისი ლეპტოპი.

როგორ მივიღო მონაწილეობა ჰაკათონში?

ჰაკათონში მონაწილეობისთვის შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/iEC5Gf

 სარეგისტრაციო ფორმის შევსების ბოლო ვადა:  22 ივლისი.

ფორმის შევსების შემდეგ დაგიკავშირდებით და დეტალებზე ინფორმაციას მოგაწვდით.

რა შინაარსის აქტივობები და ტრენინგები ჩატარდება ჰაკათონის მსვლელობისას?

 ჰაკათონის დეტალური განრიგი იხილეთ აქ.

ბანერები