ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ზოოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში - სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017

ღონისძიებები

12 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი ოლეგ გორგაძე სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს ანგარიშს „ენტომოპათოგენური ნემატოდები (ეპნ) საქართველოს უმთავრესი მავნე მწერების ბიოკონტროლში”.

კვლევითი სამუშაო მიმართულია დღეისათვის ერთ-ერთი ისეთი პრიორიტეტული თემატიკის სფეროსკენ, როგორიც არის ტყისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურულ მცენარეთა მავნე მწერების წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდების შემუშავება და გამოყენება. აღნიშნული მეთოდი ეყრდნობა ეპნ-ის გამოყენებას, როგორც მავნე მწერებთან ქიმიური პესტიციდებით ბრძოლის მეთოდის ალტერნატივას. ეპნ – (მრგვალი ჭიები) აინფიცირებენ მავნე მწერებს და 24-48 საათის განმავლობაში მათ სიკვდილს იწვევენ.

დრო: 12 დეკემბერი, 18:00 საათი;

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5

დასწრება თავისუფალია.


ბანერები