ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ყველაფერი, ყველაფერი“ - ნიკოლა იუნის რომანის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

ღონისძიებები

5 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გიწვევთ ნიკოლა იუნის რომანის - „ყველაფერი, ყველაფერი“ -  პრეზენტაციაზე. წიგნს მთარგმნელი ტაო ჭალიძე წარადგენს.

მედლინ ვითიერს იშვიათი და უცნაური დაავადება აქვს, ამიტომ, სახლიდან ფეხი არასდროს გაუდგამს. მის სტერილურ ოთახში ყველაფერი თეთრია წიგნის ყდების გარდა. რა ხდება მაშინ, როდესაც მეზობლად ახალი ოჯახი გადმოდის და მედლინის ცხოვრებაში ჩნდება ოლი – ბიჭი, რომელიც ერთ ადგილას ვერასდროს ისვენებს? „ყველაფერი, ყველაფერი“ არის ისტორია იმ მღელვარებასა და გულისტკენაზე, რაც საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლას და სიყვარულის გამო რისკზე წასვლას შეიძლება მოჰყვეს. 

„ყველაფერი, ყველაფერი" ახალგაზრდა მწერლის, ნიკოლა იუნის, სადებიუტო რომანია, რომელიც გამოსვლისთანავე მოექცა „The New York Times“-ის ბესტსელერების სიის სათავეში. 

დრო: 5 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები