ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვესლავ ფთახის ლექცია სამოქალაქო ინჟინერიის შესახებ

ღონისძიებები

29 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E301 აუდიტორიაში ვესლავ ფთახი გამართავს პრეზენტაციას სამოქალაქო ინჟინერიის თემაზე და დაინტერესებულ პირებს გაუზიარებს ამ მიმართულებით მუშაობის საკუთარ გამოცდილებას.

საჯარო ლექცია Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაიმართება.

ვესლავ ფთახი არის ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის ფაკულტეტის წარმომადგენელი.

სამუშაო ენა: ინგლისური 

დრო: 29 ივნისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: E301 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები