ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

უილიამ შექსპირის „რიჩარდ მესამე“ - პრემიერა ილიაუნის თეატრში

ღონისძიებები

15 და 16 ოქტომბერს, ილიაუნის თეატრში, ახალ სეზონზე, პირველი პრემიერა გაიმართება. უილიამ შექსპირის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პიესაზე - „რიჩარდ მესამე“ - მსახიობმა და რეჟისორმა, კახა შარტავამ, იმუშავა და, სპეციალურად ამ წარმოდგენისათვის, სხვადასხვა თეატრის მსახიობები გააერთიანა. ახალგაზრდა მსახიობები პლასტიკის ენით, უსიტყვოდ ჰყვებიან რიჩარდ გლოსტერის მეფობის სისხლიან ამბავს, რომელიც საუკუნეების შემდეგაც შემზარავია.

 რეჟისორის შესახებ:

კახაბერ შარტავა ილიაუნის თეატრში პირველად დგამს სპექტაკლს, თუმცა „რიჩარდ მესამე“ მისი რიგით მეორე სარეჟისორო ნამუშევარია. უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ მან ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დადგა. მას თავად აქვს შესრულებული რიჩარდ მესამის როლი მოძრაობის თეატრის სცენაზე, სადაც ის ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა. იმავდროულად იყო „ინფო 9“ დილის გადაცემის წამყვანი და მეცხრე არხის დილის გადაცემის რეპორტიორი.

 დრო: 15-16 ოქტომბერი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

ბილეთები გაიყიდება თეატრის სალაროში და ვებგვერდზე: www.biletebi.ge

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები