ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა დრონების ტექნოლოგიის შესახებ

ღონისძიებები

2017 წლის 11 ივლისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის –  “Educational for Drone”(eDrone 574090-EPP-1-2016-1-IT-EPPKA2-CBHE-JP) – ფარგლებში გაიმართება სამუშაო შეხვედრა  დრონების  ტექნოლოგიების შესახებ.

შეხვედრის  თემები:

დრონების გამოყენების სხვადასხვა საშუალება (პრეზენტაციები –  პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტები);

დრონების ახალი რეგულაცია (საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო);

დრონების გამოყენება კომერციულ, სამშენებლო და სამაშველო ოპერაციებში (თეონა ჩაჩუა – Copter-ის წარმომადგენელი).

დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვებით მიმართავენ იტალიისა და პოლონეთის ელჩები საქართველოში.

პროექტ eDrone- ის შესახებ

პროექტის ძირითადი მიზანია, პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  შექმნან  სასწავლო დრონების ოფისი (OED), რაც  დრონების ტექნოლოგიების შესახებ პროფესიული ცოდნის  გაზიარებისა და დასვენებისა და სასწავლო კურსის შექმნის (VET) საშუალებას იძლევა.

პროექტის  შედეგია პარტნიორ ქვეყნებში სპეციფიკური უნარ-ჩვევებისა და კომპონენტების შექმნა დრონებთან  მიმართებაში, რაც, ერთი მხრივ, ქმნის ახალი სამუშაო ბაზრის შესაძლებლობებს და, მეორე მხრივ, პროფესიონალებს დრონების მართვისა და  სასწავლო აქტივობების საშუალებას აძლევს.

პროექტის კოორდინატორი: იტალია

პარტნიორები: საფრანგეთი, პოლონეთი, მოლდოვა, სომხეთი, საქართველო, ბელორუსია, რუმინეთი.

დრო: 11 ივლისი, 10:00-17:00 საათი 
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები