ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სემინარები კვლევითი პოტენციალის გასაძლიერებლად

სემინარები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება სემინარების სერია პროექტის „კვლევების მიმართულების და მართვის გაძლიერება უნივერსიტეტში“ (Strengthening the Research Function and Management Capacity )ფარგლებში. ამჯერად, რატგერსის უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამების გრანტების ფასილიტატორი ბატონი ჯოზეფ ბროდერიკი ჩაატარებს ტრენინგ-სემინარს კვლევითი პროექტების წერასთან და საგრანტო პროექტების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით.
სემინარი გათვლილია პროფესორებისთვის, დოქტორანტებისთვის და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის. სემინარის სამუშაო ენა ინგლისურია.

სემინარი ჩატარდება ხუთშაბათს, 19 სექტემბერს, 11:00-15:00 საათამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Gკორპუსში, 104-ე აუდიტორიაში
( გ. წერეთლის 2).
შუალედში გათვალისწინებულია შესვენება ყავით.

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები