ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო კვირეულის გახსნა და მეცნიერების ილიას მედლით დაჯილდოება

ღონისძიებები

11-18 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ საზოგადოებას მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციების სერია 11 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5) გაიხსნება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

11 დეკემბერს, 18:00 საათზე, კვირეულს გახსნის და 2017 წლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია „ილიას მედლით“ დააჯილდოებს მეცნიერებს უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ჯილდო 2017 წელს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ილიას ორმაგ იუბილესთან დაკავშირებით დაწესდა და ყოველწლიური იქნება.

11-18 დეკემბერს საკუთარ სამეცნიერო-კვლევით პროექტებს წარადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები. სულ 23 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

დრო: 11 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5

დასწრება თავისუფალია.


ბანერები