ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო სადოქტორო სკოლის გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ღონისძიებები

23 ივლისს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო სადოქტორო სკოლის (IDS) გახსნის ღონისძიება გაიმართება.

საერთაშორისო სადოქტორო სკოლის გახსნის ღონისძიებაზე გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „სადოქტორო განათლება საქართველოში – არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები“.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ნინო დობოჯგინიძე, გია ნოდია, ზაალ ანდრონიკაშვილი, დავით თარხნიშვილი, დიმიტრი ჯაფარიძე და დოქტორანტი ანა ლოლუა.

ღონისძიებას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია. ასევე მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ პროფესორი ზვიად გაბისონია, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, და ესთერ ვონ რიხტჰოვენი, გიოტინგენის გეორგ-აუგუსტის უნივერსიტეტის წარმომადგენელი.

დამატებითი ინფორმაცია

საერთაშორისო სადოქტორო სკოლა დაარსდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტისგიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი პროქტის „სტრუქტურირებული განათლება – ხარისხის უზრუნველყოფა – აზროვნების თავისუფლება“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფოლკსვაგენის ფონდის მხარდაჭერით.   

ამჟამად სკოლა ახორციელებს ორ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამას გეორ-აუგუსტის გიოტინგენისა და მიუნსტერის ვესტფალური ვილჰელმის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.

სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 23 ივლისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია. 

ბანერები