ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო კონფერენცია - ენისა და მეტყველების თერაპია: თანამედროვე მიდგომები და პერსპექტივები საქართველოში

ღონისძიებები

2 ნოემბერს, 9:30-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია - ენისა და მეტყველების თერაპია: თანამედროვე მიდგომები და პერსპექტივები საქართველოში (Speech and Language Therapy: Contemporary Approaches and Perspectives in Georgia).
წელიწად-ნახევარზე მეტია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს პორტიჯის ასოციაციასთან ერთად, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, ენისა და მეტყველების თერაპიის თანამედროვე აკადემიური პროგრამის მომზადებაზე მუშაობს.
კონფერენცია მიზნად ისახავს უკვე გაწეული სამუშაოს შეჯამებას და ქართველი და უცხოელი კოლეგების ერთობლივ მსჯელობას ენისა და მეტყველების თერაპიის სპეციალობის განვითარების პერსპექტივებზე საქართველოში.

კონფერენციაზე, პროექტში ჩართული პარტნიორები გრონინგენის (ჰოლანდია), ავეიროს (პორტუგალია) და ზაგრების უნივერსიტეტებიდან, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, წარმოადგენენ მოხსენებებს ენისა და მეტყველების თერაპიის შემდეგ საკვანძო საკითხებზე:

  • მეტყველების დარღვევების თერაპიის თანამედროვე მიდგომები;
  • აფაზიის შედეგები აფაზიის მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ;
  •  ენისა და მეტყველების თერაპიის სწავლების 50-წლიანი გამოცდილება ზაგრების უნივერსიტეტში;
  • კომუნიკაცია მეტყველების გარეშე, ინტერაქტიური მიდგომა ფუნქციური კომუნიკაციისადმი;
  • კომუნიკაციური პარტნიორის როლი მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე ბავშვბისათვის.

2 ნოემბერს, საერთაშორისო კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.

3 ნოემბერს, 10:00-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F 303 აუდიტორიაში ჩატარდება სამუშაო შეხვედრა, რომელზეც ენის და მეტყველების თერაპიის განვითარების სამუშაო ჯგუფის ქართველი და უცხოელი პარტნიორები დარგის მომავალი განვითარების კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებენ.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები