ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „Soplidan.ge, - ინოვაციური და მარტივი გზა პრობლემის მოსაგვარებლად"

ღონისძიებები

18 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექციას "Soplidan.ge, - ინოვაციური და მარტივი გზა პრობლემის მოსაგვარებლად" წაიკითხავს www.soplidan.ge-ის  თანადამფუძნებელი ნათია ნინიკელაშვილი. 

  მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს:

  • იდეა და მისი გამოსვლა მზის სინათლეზე (რა, რატომ და როგორ)

  • პირველი fuckup-ი

  • სოფელსა და ქალაქს შორის გადებული ინოვაციური ხიდი და მათი ბენეფიტები

  • სად ვართ ახლა

  • რას ვაპირებთ და საით მივდივართ

  • დისკუსია

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით სულ უფრო მეტი ქალი ხდება მეწარმე, ხშირად მათ წინაშე ისეთი გამოწვევები ჩნდება, რომელთა დაძლევის ამოცანაც საპირისპირო სქესის მეწარმეების დღის წესრიგში არ დგას. ლექციაზე განხილული იქნება ქალი მეწარმეების წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები და მათი დაძლევის გზები, რაც მათი ლიდერობის საწინდარია.

დრო: 18 ნოემბერი, 19:00 საათი 

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილი გამზ. N⅗), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები