ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რეუვენ ფაიარსტონის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

26 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ პროფესორი რაბინი რეუვენ ფაიარსტონი წაიკითხავს საჯარო ლექციას „საღვთო ავტორიტეტი და მასობრივი ძალადობა: წმიდა ომი იუდაიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში“.

რაბინი რეუვენ ფაიარსტონი ისაუბრებს იმ ძირითად იმპულსებზე, რომლებიც ასაზრდოებს ძალადობას მონოთეისტური რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) ტრადიციაში. მეცნიერი ასევე მიმოიხილავს თავის კვლევებს ამ მიმართულებით.

მომხსენებლის შესახებ

რეუვენ ფაიარსტონი შუა საუკუნეების იუდაიზმისა და ისლამის პროფესორია (Hebrew Union College-Jewish Institute of Religion). ის ასევე არის სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი რელიგიის მიმართულებით. ფაიარსტონი  ავტორია   ასზე  მეტი სტატიისა და  8 წიგნისა, რომლებიც სხვადასხვა ენაზეა ნათარგმნი.

ლექციის დრო: 26 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლექციის ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები