ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მეიქათონი „იდეიდან ბიზნესამდე“

ღონისძიებები

14-18 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FablabIliauni) გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ატარებს მეიქათონს „იდეიდან ბიზნესამდე“

მეიქათონის მიზანია მონაწილე გუნდების ბიზნესიდეებისა და პროდუქციის წარმოებაში ხელშეწყობა.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

მეიქათონი „იდეიდან ბიზნესამდე“ რამდენიმე ეტაპს მოიცავს.

I ეტაპი – რეგისტრაცია 13 ნოემბრის ჩათვლით

სარეგისტრაციო ფორმა.

II ეტაპი – საინფორმაციო შეხვედრა, 14 ნოემბერი

III ეტაპი – გუნდებად ფორმირება, ტრენინგები და ბიზნესიდეის განხორციელებაზე მუშაობის დაწყება, 14-15 ნოემბერი

რეგისტრირებული მონაწილეები ფორმირდებიან გუნდებად და დაიწყებენ შერჩეულ ბიზნესიდეაზე მუშაობას. ამ პროცესში მათ დაეხმარებიან ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიისა და ილიაუნის პრეაქსელერატორის მენტორები.

IV ეტაპი – პროტოტიპირება, ვალიდაცია, წარმოება,16-17 ნოემბერი

 ფაბლაბში არსებული ტექნოლოგიების გამოყენებით პროტოტიპის შექმნა და პროდუქტის ტესტირება.

V ეტაპი – პროდუქტების წარდგენა, 18 ნოემბერი

VI ეტაპი – საუკეთესო გუნდების ხელშეწყობა იმისთვის, რომ ჰქონდეთ საკუთარი სტარტაპი და აწარმოონ პროდუქცია.


საკონტაქტო
პირი

სანდრო კანდელაკი, ფაბლაბის მენეჯერი

ელფოსტა: [email protected]

 

ბანერები