ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მანანა ჯავახიშვილის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

6 თებერვალს 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეხვედრების სერიის - „გენდერული განსხვავებები და თანასწორობა“ - ფარგლებში, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი მანანა ჯავახიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - სახელმძღვანელოების გენდერული ანალიზი.
ლექციაზე წარმოდგენილი იქნება კვლევის შედეგები, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა ქართული სახელმძღვანელოები გენდერულ ჭრილში. დამსწრე აუდიტორიას მიეცემა საშუალება, აღმოაჩინოს წიგნებში დამალული გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც ხშირად გაუცნობიერებლადაც კი გადაეცემა სკოლის მოსწავლეებს.

დრო:6 თებერვალი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“

დასწრება თავისუფალია.

ბანერები