ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Live-შეხვედრების სერია: სამხედრო სისტემა საქართველოში რუსეთის იმპერიისა და პირველი რესპუბლიკის პერიოდში

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას. მერვე შეხვედრას გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი დიმიტრი სილაქაძე.

თემა: სამხედრო სისტემა საქართველოში რუსეთის იმპერიისა და პირველი რესპუბლიკის პერიოდში

ლექციის შესახებ

მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთის იმპერიამ ქართული სამეფო-სამთავროები გააუქმა და საკუთარ მმართველობას დაუქვემდებარა. ამ პროცესს მაშინვე არ მოჰყოლია იმპერიაში არსებულ სარეკუტო სისტემაში ქართველების ჩართვა. რუსებმა ქართველების გაწვევა სამხედრო-სავალდებულო სამსახურში მხოლოდ მე-19 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დაიწყეს. ამის მიუხედავად, ქართველები მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში მონაწილეობდნენ კავკასიის საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე რუსების მიერ წარმოებულ ბრძოლებში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ საკუთარ იდეალზე – მილიციურ სისტემაზე დროებით უარი თქვა და ორი ტიპის პარალელური სამხედრო ორგანიზაცია შექმნა.
მომხსენებელი განიხილავს, თუ როგორ იცვლებოდა სამხედრო სისტემა საქართველოში 1801-1921 წლებში. რა პოლიტიკური, სოციალური და სამხედრო ფაქტორები ახდენდა გავლენას ამ ცვლილებაზე და როგორი იყო საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება სამხედრო სამსახურისადმი. 

მომხსენებლის შესახებ

ვრცელი ბიოგრაფია იხილეთ ბმულზე: http://tiny.cc/r14osz  
 
დრო: 19 აგვისტო, 19:00 საათი
ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი

ბანერები