ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

დისკუსია ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით

ღონისძიებები

მიმდინარე წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  წიგნის მაღაზია "ლიგამუსში"  გაიმართება დისკუსია,
რომლის მიზანია საბჭოთა წარსულის ხელახალი გაააზრება. ოკუპაცია თუ გასაბჭოება? კოლაბორაცია თუ წინააღმდეგობა? -  ეს არის ის კითხვები, რომლებიც 1921 წლის 25 თებერვლის ისტორიული გამოცდილების მიმართ ქართულ საზოგადოებაში დღემდე დგას და რომლებიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს სახელმწიფოს ისტორიული გამოცდილების შეფასებასთან. საგულისხმოა, რომ 1921 წელს განვითარებული მოვლენების შესახებ ისტორიული ნარატივი საბჭოთა კავშირის პირობებში შეიქმნა. რამდენადაა თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფია კვლავაც ამ საბჭოთა ისტორიული ნარატივის გავლენის ქვეშ? როგორ შეგვიძლია თითქმის ერთი საუკუნის წინ განვითარებული მოვლენების შეფასება და მათზე მსჯელობა?
მოდერატორი - თამარ ცოფურაშვილი
მომხსენებლები:

19.00 საათზე - ოლივერ რაისნერი (ისტორიკოსი/ქართველოლოგი) - „საბჭოთა ოკუპაციის მეხსიერების შესახებ“;
19.30 საათზე - ელენე კეკელია, კოტე ლადარია (დოქტორანტები) - ,,საბჭოთა გამოცდილება პოსტსაბჭოთა კონტექსტში";
19.45 საათზე - თამარ გურჩიანი (იურისტი/უფლებადამცველი) – „ოკუპაცია თანამედროვე სამყაროში? საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ქმნიან ისტორიას".

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები