ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: პროფესორ ზურაბ თავართქილაძის საჯარო ლექცია - „ბუნების ზოგი გამოცანის გადაჭრა ნაწილაკთა დიდი გაერთიანების თეორიით"

ღონისძიებები

1-ლ დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი" ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან,ზურაბ თავართქილაძესთან.

საუბრის თემა: „ბუნების ზოგი გამოცანის გადაჭრა ნაწილაკთა დიდი გაერთიანების თეორიით".

გასული წლების განმავლობაში მაღალი ენერგიების ფიზიკის სფეროში რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩენის მომსწრენი გავხდით. ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენა და ნეიტრინოს ოსცილაციათა დადასტურებაწარმოადგენდა წინა სამი წლის ნობელის პრემიის თემებს ფიზიკაში.

მიუხედავად ამ დიდი წარმატებებისა, კვლავ რჩება რამდენიმე ამოუხსნელი ამოცანა და გაუგებარი საკითხი, რომლებზე პასუხის გაცემაც არ შეუძლია ნაწილაკთა ფიზიკის სტანდარტულ თეორიას. დიდი გაერთიანება წარმოადგენსმეტად მიმზიდველ იდეას, რომელიც გვთავაზობს ბევრი ამოცანის მარტივ და ლამაზ ამოხსნას. მოხსენებაში განხილულ იქნება ეს იდეა და ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეალისტური დიდი გაერთიანების მოდელი; ასევე - თეორიის ექსპერიმენტებით შემოწმების უახლოეს მომავალში დაგეგმილი პერსპექტივები.

დრო: 1-ლი დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი "ლიგამუსი"

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები