ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს საინფორმაციო შეხვედრების ტურს საქართველოს რეგიონებში. ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს დიდ ქალაქებში ილიაუნის წარმომადგენლები აბიტურიენტებს მიაწვდიან ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას უნივერსიტეტის მიმართულებებზე, სწავლის დაფინანსების შესაძლებლობებზე, უნივერსიტეტში მიღებასთან დაკავშირებულ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ, ილიაუნის მოსამზადებელი ცენტრის მაღალკვალიფიციური ტრენერი გამართავს ტრენინგს ზოგადი უნარების გამოცდის ტექნიკებში. ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 საათი.

საინფორმაციო შეხვედრებზე და ტრენინგებზე დასწრება აბიტურიენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეეძლებათ სრულიად უფასოდ.

საინფორმაციო შეხვედრების განრიგი 

✔ ილიაუნი ზუგდიდში - 22 თებერვალი 

✔ ილიაუნი ქუთაისში - 23 თებერვალი 

✔ ილიაუნი ბათუმში - 28 თებერავლი 

✔ ილიაუნი თელავში - 6 მარტი

✔ ილიაუნი გორში - 7 მარტი

 
ილიაუნი გისურვებთ წარმატებას!
ბანერები