ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ვიტოლდ გომბროვიჩის რომანის „პორნოგრაფია“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

14 თებერვალს 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გეპატიჟებათ ვიტოლდ გომბროვიჩის რომანის „პორნოგრაფია“ პრეზენტაციაზე.

პოლონელ მწერალს, ვიტოლდ გომბროვიჩს, XX საუკუნის ლიტერატურაში მნიშვნელობით მარსელ პრუსტსა და ჯეიმზ ჯოისს უთანაბრებენ.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რა გააკეთა გომბროვიჩმა პოლონურ ლიტერატურაში, ხელოვნებაში, ალბათ, ზოგადად, აზროვნებაში, პოლონელობის (polskość ) კულტივირებულ ცნებაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში კრავდა ამ ერის იდენტობას კათოლიკობის, ქვეყნის მსახურების გარშემო – მწერალმა ეს ყველაფერი დაუნდობლად ამოატრიალა.

რომანში ორი ვარშაველი ინტელექტუალი გარემოებათა გამო ადგილს იცვლის, მათთვის უჩვეულო „სცენაზე“ ხვდება და ამის შემდეგ რაღაც ბნელ-ნათელი იმპულსების კარნახით მოქმედებს, რაღაც ახალ რეალობას ქმნის, ძველი ყაიდის მემამულეთა ცხოვრებიდან სიკვდილ-სიცოცხლის სცენას ჩარხავს – რისთვის, რატომ – იმიტომ, რომ ესთეტიკური მგრძნობელობა არ აქვთ დაკარგული: სადღაც სიცოცხლის ძარღვი ფეთქავს, სადღაც აბსოლუტური მშვენიერება, ახალგაზრდობა, თავაწყვეტილი სიცოცხლეა… ომის, გამოფიტულობის, უსურვილობის ატმოსფეროში.

წიგნს პოეტი პაატა შამუგია წარადგენს.

დრო: 14 თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები