ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ქრისტა ვოლფის „მედეას“ განხილვა ლექციათა ციკლის - „ქალურობის კონცეპტები გერმანულენოვან ლიტერატურაში“ - ფარგლებში

ღონისძიებები

24 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ ასოცირებული პროფესორის, ნინო ფირცხალავას საჯარო ლექციაზე Christa Wolfs Medea-Porträt als Paradigma der permanenten Arbeit am Mythos (ქრისტა ვოლფის „მედეა“, როგორც მითოსის უწყვეტი დამუშავების პარადიგმა).

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ყველაზე უფრო ცნობილმა მწერალმა ქალმა, ქრისტა ვოლფმა, სახელი გაითქვა მოთხრობებით „გაყოფილი ზეცა“ (1963) და „კასანდრა“ (1983), ხოლო 1996 წელს გამოიცა მისი რომანი „მედეა“. ეს უკანასკნელი საინტერესოა როგორც ძალზე თავისებური, მულტიპერსპექტიული კომპოზიციით, ისე ანტიკური მითოსის ორიგინალური გააზრებით. ლექციაზე ქრისტა ვოლფის „მედეა“ განხილული იქნება როგორც მითოსის ლიტერატურული დამუშავების მოდელი და წარმოჩნდება მითოსის აქტუალობა და მნიშვნელობა თანამედროვეობისთვის.

ლექცია გაიმართება გერმანული ენის თვის ფარგლებში. ეს იქნება მესამე, ბოლო ლექცია ციკლიდან „ქალურობის კონცეპტები გერმანულენოვან ლიტერატურაში“ (Weiblichkeitskonzepte in der deutschsprachigen Literatur).

დრო: 24 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები