ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის „ფორბსის“ კლუბში: მაია მიქაშავიძის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

7 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში ილიაუნის „ფორბსის“ კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

საჯარო ლექციას წაიკითხავს მედიისა და მასკომუნიკაციის მკვლევარი, ჟურნალისტური განათლებისა და მედიაგანვითარების სპეციალისტი, პროფესიული განვითარების ცენტრის - „მართვის აკადემიის“ თანადამფუძნებელი, პროფესორი მაია მიქაშავიძე.

ლექციის თემა: ფონდების მოძიება

მომხსენებლის შესახებ

პროფესორი მაია მიქაშავიძე არის მედიისა და მასკომუნიკაციის მკვლევარი, ჟურნალისტური განათლების და მედიაგანვითარების სპეციალისტი. მას მედიასექტორში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს. მაია მიქაშავიძე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლის პროფესორი, ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი დეკანია (2001-2011). მისი ხელმძღვანელობით სკოლა კავკასიაში ჟურნალისტური განათლების ერთ-ერთ წამყვან ცენტრად ჩამოყალიბდა, დააფუძნდა სტუდენტური რადიო GIPA FM და სადისკუსიო კლუბი "Frontline Georgia ".

მაია მიქაშავიძე პროფესიული განვითარების ცენტრის - "მართვის აკადემიის" თანადამფუძნებელია. ის “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მმართველი საბჭოს წევრია, ასევე ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის (ICFJ) „ნაითის“ სასტიპენდიო პროგრამის მრჩეველთა რეგიონული საბჭოს წევრი.

დრო: 7 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 405 („ფორბსის“) აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2017 წელი

ბანერები