ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ასისტენტ-პროფესორის, ლელა ხომერიკის, შეხვედრა სტუდენტებთან თბილისის ახალგაზრდულ ცენტრში

ღონისძიებები

31 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D106 აუდიტორიაში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის, გენდერის სპეციალისტის, ლელა ხომერიკის, შეხვედრა სტუდენტებთან.

შეხვედრის თემაა: „გენდერული თანასწორობის ძირითადი პრინციპები“. 

შეხვედრა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, პროექტის - „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PİTA)“ - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG), ფონდ ALPE-სთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

ცენტრის შესახებ

თბილისის ახალგაზრდული ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 2013 წელს დაარსდა. ცენტრის წევრები, ქართველებთან ერთად, საქართველოს მოქალაქე არაქართულენოვანი სტუდენტებიც არიან. ცენტრი ეხმარება თავის წევრებს სტაჟირების დაწყებაში და მათთვის რეგულარულად გეგმავს/ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს: საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებში საინფორმაციო /გაცნობითი ხასიათის ვიზიტებს, ტრენინგებსა და ლექცია-სემინარებს.

დრო: 31 მარტი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: თბილისის ახალგაზრდული ცენტრი, D106 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები