ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“

ღონისძიებები

30 ოქტომბერს, 15:00 საათზე, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამართავს საინფორმაციო შეხვედრას თემაზე „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ ონლაინ-Zoom აპლიკაციის მეშვეობით. 

შეხვედრის მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციას კომუნიკაციების სფეროში როგორც მომხმარებელთა უფლებების, ასევე კომპანიების ვალდებულებებისა და მომხმარებელთა განცხადება/საჩივრების წარმოდგენის, განხილვის წესებისა და ვადების შესახებ.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური შექმნილია „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ორგანიზაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად წარმოადგენს კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებით გარანტიას. მისი მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.


შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული:
https://forms.gle/QhYgNcUQWtrZNxpM7

შეხვედრის ბმულს მოგვიანებით გავუგზავნით დარეგისტრირებულ პირებს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 28 ოქტომბერი 

ბანერები