ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გიგა ბრეგვაძის საჯარო ლექცია: „ლენინიზმი: თეორია და ტაქტიკა“

ღონისძიებები

22 აპრილს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის მიმართულების მაგისტრანტის, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევრის, გიგა ბრეგვაძის, საჯარო ლექციაზე – „ლენინიზმი: თეორია და ტაქტიკა“.

ლექცია ჩატარდება „საბჭოთა პარადიგმების“ შეხვედრების ციკლის ფარგლებში.

აკადემიურ თუ არააკადემიურ სივრცეებში ლენინის რეაბილიტირების მცდელობა დღეს არასერიოზულად აღიქმება, ლენინიზმი მარქსისტულ დოგმატიზმთან ასოცირდება. თუკი მარქსის აზროვნება ნელ-ნელა უბრუნდება საჯარო სფეროს (ირონიული და რამდენადმე სიმპტომატურია, რომ მას უოლ-სტრიტზეც კითხულობენ), ლენინის პოლიტიკური ინტერვენციის შედეგები უკუგდებული და მარგინალიზებულია. ლექციაზე შევეცდებით, ლენინიზმის ძირითადი საკითხები შემოვხაზოთ; მოკლედ შევეხებით ლენინის "ინტერვენციას ფილოსოფიაში" და პროლეტარული რევოლუციის თეორიასა და ტაქტიკას; მოხსენებისას დავეყრდნობით ლენინის ფუნდამენტურ ტექსტებს: "რით დავიწყოთ?" "რა ვაკეთოთ?" (1901-1902); "აპრილის თეზისები" და "სახელმწიფო და რევოლუცია" (1917).

დრო: 22 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები