ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოქტორ კატარინა შიდლოს საჯარო ლექცია

ღონისძიებები

14 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 201 აუდიტორიაში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი, დოქტ. კატარინა შიდლო წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „გაყიდვების სფეროში მუშაობის შუა საუკუნეების ისლამური სტილი. ისლამურ ეკონომიკაში ზოგიერთი ყველაზე საკამათო  კომუტატური კონტრაქტის მოკლე ისტორია“.

დოქტ. კატარინა შიდლო, ვარშავის სოციალური და ეკონომიკური კვლევითი ცენტრის შუა აღმოსავლეთისა და ჩრდ. აფრიკის დეპარტამენტის დირექტორი,

გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარია.

თემის მოკლე მიმოხილვა 

Bayʿsalam/salaf - საქონლის  გაყიდვა შემდგომ მიწოდებით და ადგილზე გადახდით, უეჭველად წარმოადგენს ისლამურ ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული კომუტატიური კონტრაქტის სახეობას. ისეთი საქონლის გაყიდვა, რომელსაც არ ფლობს გამყიდველი, რაც უმეტესწილად  გამოწვეულია იმით, რომ საქონელი კონტრაქტის დადების დროს ჯერ კიდევ არ არის შექმნილი, წესით აკრძალული უნდა ყოფილიყო სამართლებრივი თვალსაზრისით. თუმცა სწავლულ-იურისტთა უმეტესობა salam-ის ტიპის კონტრაქტს დასაშვებად მიიჩნევს მუჰამადთან დაკავშირებული ერთ-ერთი ჰადისიდან (გადმოცემიდან) გამომდინარე. 

მომხსენებელი განხილავს bayʿsalam-ის შესახებ კოლექტიური განსჯის პროცესს, რის შედეგადაც ის ისლამური ფინანსური კონტრაქტების ერთ-ერთ გამორჩეულ სახეობად იქცა.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 17.00-18.30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 201 აუდიტორია

დასწრება თავისუფალია.

ბანერები