ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დასაქმების თვე ილიაუნიში

ღონისძიებები

მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების თვე გაიმართება.

1-დან 31 მარტის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის დასაქმების თვის ფარგლებში ჩატარდება:

  • პროფილური დასაქმების ფორუმების სერია; 
  • დასაქმებასა და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული ვორკშოპები, ტრენინგები და შეხვედრები. მარტში 100-მდე ორგანიზაცია თქვენთვის გამართავს შეხვედრებს, რომლებზეც გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ ინფორმაცია, რა მოთხოვნები არსებობს დასაქმების ბაზარზე დღეს, როგორ შეადგინოთ სამოტივაციო წერილი, რეზიუმე და წარმოაჩინოთ თავი გასაუბრებაზე. 

ამჟამად მიმდინარეობს დამსაქმებლების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც 17 თებერვლამდე გაგრძელდება - მონაწილე ორგანიზაციები.

განახლებული ინფორმაცია თვის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობებისა და ფორუმების შესახებ ეტაპობრივად განთავსდება. 

  • დამსაქმებლებისთვის დასაქმების თვესთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2Rv3gXG

  • ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების თვესთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2MdToM4

საკონტაქტო ინფორმაცია
➳  F 105 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. №3/5;
☏ (+995 32) 22 00 09 (270); (+995 57) 65 05 46;
[email protected] 

ბანერები