ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ციფრული მარკეტინგის ტრენინგი

ღონისძიებები

დღეს სიტყვა „მარათონი“  ცნობილია ჩვენთვის და შესაძლოა მონაწილეობაც გვქონდეს მიღებული  მსგავს ღონისძიებაში, თუმცა დაფიქრებულხართ, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, ფეიდიპიდესს რომ ფეისბუქის ანგარიში ჰქონოდა?

სათქმელის აუდიტორიამდე სწორად მიტანა უძველესი დროიდან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა ყოველთვის არ არსებობდა ის შესაძლებლობები, რომლებიც დღეს  გვაქვს.

Fablab Iliauni სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით 20 ნოემბრიდან 25 დეკემბრამდე გაიმართება ციფრული მარკეტინგის საბაზისო ტრენინგი.

ტრენინგს ჩაატარებს  ფაბლაბ ილიაუნის ბიზნესექსპერტი გოგა საათაშვილი.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს.

როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

შეავსე მარტივი ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2019 წლის 17 ნოემბრისა.

სააპლიკაციო ფორმაhttps://forms.gle/Nyg8duRmJLXvWazt9

პროექტში მონაწილეობა შეუძლია 30 ადამიანს, შესაბამისად ადგილები შეზღუდულია.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არაუგვიანეს 2019 წლის 19 ნოემბრისა.


საკონტაქტო პირები:

ავთანდილ მღებრიშვილი – ფაბლაბ ილიაუნის მენეჯერი.

ელფოსტა: mgebrishvilia@gmail.com

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები