ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017

ღონისძიებები

15 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლები – თამარ შკაბულიანი, თეონა დამენია და ასოცირებული პროფესორი ნინო ცინცაძე სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წაიკითხავენ მოხსენებას „ფონოლოგიური განვითარების თავისებურებები ქართულ ენაში“.

კვლევა მიზნად ისახავდა ფონოლოგიური განვითარების თავისებურებების შესწავლას ქართულ ენაზე მოსაუბრე ბავშვებში და ასევე ფონოლოგიური განვითარების შეფასების ინსტრუმენტის შექმნას. მკვლევრები ერთი თვის განმავლობაში იწერდნენ 2-დან 5 წლის ასაკამდე 3 ბავშვის მეტყველებას საბავშვო ბაღში. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე შესაძლებელი გახდება ფონოლოგიური განვითარების ასაკზე დაფუძნებული კანონზომიერებების შემუშავება. კვლევის ფარგლებში გაკეთდა მონაცემთა სიხშირული, ფონეტიკური და მორფოსინტაქსური ანალიზი, ასევე მომზადდა ბავშვების ლექსიკის შესაბამისი

„ლექსიკონი“ – რეესტრი, რომელიც ყველა შესაძლო ფონოლოგიურ კომბინაციას მოიცავს. ამჟამად მზადდება რეესტრის შესაბამისი ლოტოები და სხვა სამაგიდო თამაშები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ფონოლოგიური განვითარების შესაფასებელ ინსტრუმენტად.

დრო: 15 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5

დასწრება თავისუფალია.

 
ბანერები