ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების რეგიონული ფორუმი – KMO 2019

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრისა და პოლონური პარტნიორი ფონდის „ფონდი სკოლა კლასთან" თანამშრომლობის ფარგლებში 30 ივნისს თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 საკონფერენციო დარბაზში, გამართავს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების რეგიონულ ფორუმს – KMO 2019.

ფორუმის მიზანია კლუბურ მუშაობაში ჩართულ მასწავლებლებსა და მომავალ აქტიურ წევრებს მიეცეთ გამოცდილების, მომავალი ხედვების და არსებული პრობლემების განხილვისა და გაზიარების შესაძლებლობა.

შეხვედრის პირველი ნახევარი დაეთმობა სამუშაო პლატფორმის გაცნობას და მიმდინარე პროექტების შესახებ მოკლე პრეზენტაციებს. მკვლევართა კლუბების ქსელის რეგიონული კოორდინატორები გაგიზიარებენ გამოცდილებას და მოგიყვებიან სამომავლო გეგმების შესახებ.

მოეწყობა პოსტერული გამოფენა, რომელზეც საშუალება გექნებათ წარმოადგინოთ განხორციელებული პროექტების ფოტომასალა.

ფორუმს დაესწრებიან და თქვენს კითხვებს უპასუხებენ პოლონური პარტნიორი ორგანიზაცია „ფონდი სკოლა კლასის“ დამფუძნებელი ალიცია პაცევიჩი, პროექტების კოორდინატორი ფონდის მხრიდან მეგი ბიბილური და კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის ხელმძღვანელი პოლონეთში ზუზანნა მიჩელსკა.

ღონისძიება გაგრძელდება განსხვავებული თემატიკის ვორკშოპებით.

ფორუმსა და ვორკშოპში მონაწილეობისთვის აუცილებელია დარეგისტრირდეთ ფორუმზე, რის შემდეგაც ღონისძიებამდე 1 კვირით ადრე გამოგეგზავნებათ ვორკშოპის თემები, რომელთაგანაც აარჩევთ თქვენთვის სასურველს.

ფორუმი ტარდება პროექტის „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს პოლონური ფონდი „ფონდი სკოლა კლასთან“. მისი შინაარსობრივი პარტნიორია კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი, რომელიც ამავე დროს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის პროგრამის კოორდინატორია.  სტრატეგიული პარტნიორია „პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი“. საქართველოს მხრიდან ლიდერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ „RITA – რეგიონი გარდამავალ პერიოდში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი „განათლება დემოკრატიისათვის“.

ფორუმსა და ვორკშოპებში  მონაწილეობისათვის საჭიროა შეავსოთ:

სარეგისტრაციო ფორმა   - https://forms.gle/yJ7F7bceZFQDohQx8

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 22  ივნისი, 2019 წელი

დრო: 30 ივნისი, 11:00  საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


საკონტაქტო ინფორმაცია:

ნატო სამხარაძე – პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი

ელფოსტა: Yexclub@iliauni.edu.ge

ტელ.: 577 96 25 10

მეგი ბიბილური – პროექტის კოორდინატორი პოლონური მხრიდან

ელფოსტა: megi.bibiluri@szkolazklasa.org.pl

გისურვებთ წარმატებას!

ბანერები