ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

აკადემიური დისკუსია „აგვისტოს ომის გაკვეთილები“

ღონისძიებები

2008 წლის 8 აგვისტოს დაწყებულ რუსეთ-საქართველოს ომის თორმეტი წლისთავთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ აკადემიურ დისკუსიას „აგვისტოს ომის გაკვეთილები“.

დისკუსია წარიმართება ილიაუნის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით.

მასში მონაწილეობას მიიღებენ:

  • როი ალისონი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი

ავტორი სტატიებისა „რუსეთის აღმასვლა? მოსკოვის მიერ განხორციელებული „საქართველოსათვის მშვიდობის იძულების“ კამპანია“ და „რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საქართველოში: საერთაშორისო სამართალი, ნორმები და პოლიტიკური გათვლები“.

  • სტივენ ჯონსი, მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის (აშშ) პროფესორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის თანამედროვე საქართველოს ისტორია თანახელმძღვანელი

ავტორი წიგნისა „საქართველოს ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“.

  • რობერტ სერვისი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი და სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი

ავტორი წიგნისა „კრემლის ზამთარი: ვლადიმირ პუტინის მეორედ მოსვლა“.

  • რონალდ სუნი, მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის – თანამედროვე საქართველოს ისტორია –მოწვეული ლექტორი

ავტორი წიგნისა „ქართველი ერის ჩამოყალიბება“.

მოდერატორი: პროფესორი გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 7 აგვისტო, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდი

ბანერები