ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლე

გიორგი ქადაგიძის შეხვედრა აბიტურიენტებთან - ბათუმი, 18 მარტი

ახალი ამბები

18 მარტს, 12:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო ჰილტონის საკონფერენციო დარბაზში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი, პროფესორი გიორგი ქადაგიძე აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: პროფესიის შერჩევა თანამედროვე მსოფლიოში. 

საჯარო ლექციის შემდეგ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

გიორგი ქადაგიძის შესახებ

გიორგი ქადაგიძე 2017 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანია, ხოლო 2016 წლიდან ამავე სკოლის სრული პროფესორი.
2009-2016 წლებში იგი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; იგი ასევე იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ალტერნატიული მმართველი და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველი საქართველოს მხრიდან. ვრცელი ბიოგრაფიის სანახავდ მიჰყევით ბმულს: http://faculty.iliauni.edu.ge/business/giorgi-qadagidze/

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარებს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა - ამ თემატიკაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები წაუკითხავენ. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/tjp2jh 

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ! 
#მევირჩევილიაუნის

 

საკონტაქტო ინფორმაცია

✉ ana.kvanchilashvili@iliauni.edu.ge
✉ pr@iliauni.edu.ge
☏ (+995 32) 222 00 09 (352)  / 577 53 02 20 

ბანერები