ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სტიპენდია სერბეთის უნივერსიტეტში

განცხადებები

სერბეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების სამინისტრომ 2016-2017 სასწავლო წლისათვის, პროექტის - „მშვიდობა სერბიაში“ - ფარგლებში, გამოყო ერთი სტიპენდია სერბეთის უნივერსიტეტების ფაკულტეტებზე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის პროგრამებზე სასწავლებლად.
დაინტერესებულმა პირებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში
უნდა წარმოადგინონ:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • ავტობიოგრაფია (მისამართის, ტელეფონის ნომრისა და ელფოსტის მითითებით);
  • ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ჯანმრთელობის ცნობა (მათ შორის ინფექციურ დაავადებებსა და აივ-ინფექციაზე);
  • პასპორტის ასლი;
  • ფოტოსურათი.

ასევე:

  • საბაკალავრო პროგრამებისათვის: სრული სასკოლო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი (ორიგინალი ან ნოტარიული წესით დამოწმებული ასლი);
  •  სამაგისტრო პროგრამებისთვის: ბაკალავრის დიპლომი დანართთან ერთად (ორიგინალი ან ნოტარიული წესით დამოწმებული ასლი);
  • დოქტორანტურის პროგრამებისათვის: ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომები დანართთან ერთად (ორიგინალი ან ნოტარიული წესით დამოწმებული ასლი).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 25 მაისი.

დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პირობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, ასევე სააპლიკაციო ფორმა მოცემულია დანართის სახით და განთავსებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე მოცემულ ბმულზე.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები