ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

კონკურსი - ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა IANUS II

განცხადებები

გამოცხადდა კონკურსი ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) პროექტის IANUS II ფარგლებში.

ერაზმუს მუნდუსი არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.

პროგრამა მოიცავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროექტების ფარგლებში სრულად ფინანსდება ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტების, პოსტ-დოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის (ტრენინგი, სწავლება, კვლევა) მობილობა პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში.

განცხადების მიღება პროექტის ფარგლებში გაგრძელდება 2015 წლის 20 იანვრამდე.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ პროექტის ვებგვერდი.

ბანერები