ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა პოლონეთში - რეგისტრაციის ვადის ცვლილება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (პოლონეთი) მიერ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების, ასევე აკადემიური პერსონალის მობილობისთვის გამოცხადებულ კონკურსში შეიცვალა რეგისტრაციის ვადა.

განცხადების განთავსების პირველ ეტაპზე, საბუთების წარდგენის ბოლო ვადა სტუდენტებისთვის იყო - 6.12.2015, ხოლო აკადემიური პერსონალისთვის - 30.12.2015.

მოცემული თარიღები შეიცვალა და საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა:

სტუდენტებისთვის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) - 14.12.2015

დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალისთვის - 30.12.2015

ბანერები