ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლე

ციფრული მარკეტინგი - ლექტორები

ლიკა მოშიაშვილი

მედიისა და კომუნიკაციის სპეციალისტი. ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სასწავლო ცენტრის ჯეოლაბი მარკეტინგისა და კომუნიკაციის მენეჯერი. სადაზღვევო კომპანიის ალდაგი მარკეტინგის მენეჯერი. ინოვაციების ხელშემწყობი ფონდის თანადამფუძნებელი და Google-ის დეველოპერების ჯგუფის წევრი. ციფრული მარკეტინგის კომპანიის Owl Group თანადამფუძნებელი. ტურისტული სტარტაპ Travel Guide App-ის თანადამფუძნებელი.

2015 წლიდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და სასწავლებელში. ციფრული მარკეტინგის მიმართულებით უტარებს ტრენინგებსა და კონსულტაციებს, როგორც კერძო კომპანიების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს. მათთან ერთად შექმნილი აქვს მრავალი ბრენდის სტრატეგია და სარეკლამო კამპანია.

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ჟურნალისტად ქართულ და უცხოურ მედიასაშუალებებში.


დავით ხითარიშვილი

ციფრული სარეკლამო სააგენტო Owl Group-ის ქოფირაითერი. 2018 წლიდან ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ლაბორატორია ჯეოლაბში მუშაობს ციფრული მარკეტერის პოზიციაზე.

მუშაობდა კრეატიულ სააგენტო Holmes&Watson-ში Account Manager-ად. სხვადასხვა დროს უმუშავია არაერთ სტარტაპკომპანიაზე ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.


გიორგი ბაციაშვილი

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი და დეველოპერი. ციფრული მარკეტინგის კომპანია Owl Group-ის ციფრული რეკლამის მიმართულების ხელმძღვანელი. ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სასწავლო ცენტრის ჯეოლაბი ციფრული რეკლამის სტაჟირების მიმართულების მენეჯერი.

გიორგი ბაციაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესადმინისტრირების ბაკალავრი; 2-წლიანი გამოცდილება ციფრული მარკეტინგისა და დეველოპმენტის სფეროში. გავლილი აქვს სხვადასხვა პროფესიული კურსი შემდეგ მიმართულებებში: მარკეტინგი, დეველოპმენტი, UX/IU დიზაინი.


 

კრეატიული სააგენტო Mr Wolf-ის Client Service Director.

ბანერები