ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა ავსტრიის მალაკოლოგიური საზოგადოების პირველ ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის კარიოსისტემატიკის სამეცნიერო კვლევითი ჯგუფის თანამშრომლებმა ნანა ბახტაძემ (ჯგუფის ხელმძღვანელი, მკვლევარი) და ნინო ჩაკვეტაძემ (ასისტენტ-მკვლევარი) მონაწილეობა მიიღეს ავსტრიის მალაკოლოგიური საზოგადოების პირველ ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრაში (MoFA_2019). შეხვედრა გაიმართა 25-28 ივნისს ქ. ზალცბურგში. ღონისძიებაზე დემონსტრირებული იქნა პოსტერი-მოხსენება: ,,Chromosome numbers of terrestrial mollusks (Mollusca: Gastropoda) of Georgia’’. მოხსენების აბსტრაქტი გამოქვეყნდა შეხვედრის მასალების კრებულში (Abstracts and Program of 1st MoFA Conference).

ბანერები