ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

წლის საუკეთესო ქართული რომანი

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” ლიტერატურული პრემიის - ”წლის საუკეთესო ქართული რომანის” 2011 წლის გამარჯვებული დასახელდა. ჟიურის წევრებმა კონკურსის გამარჯვებულად ზაზა ბურჭულაძის რომანი ”გასაბერი ანგელოზი” დაასახელეს. საუკეთესო სამეულში შევიდა ზურაბ ქარუმიძის ” მელია-ტულეფია” და ანა კორძაია-სამადაშვილის ”შუშანიკის შვილები”. პრესკონფერენციისათვის პირველად შეიკრიბნენ კონკურსის ჟიურის წევრებიც. მათ მედიასთან ისაუბრეს გაკეთებულ არჩევანსა და კონკურსის ფავორიტებზე.

ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მეორე წელია, წლის საუკეთესო ქართული რომანის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს. კონკურსის პირობების თანახმად, საკონკურსო ნაწარმოები 2010 წლის 5 დეკემბრიდან 2011 წლის 5 დეკემბრამდე უნდა იყოს გამოქვეყნებული. გამარჯვებულის გამოცხადებას ჟიურის წევრებიც ესწრებიან, რომლებმაც მანამდე ერთმანეთის ვინაობა არ იცოდნენ. ჟიურის წევრები ინდივიდუალურად აფასებენ ნაწარმოებს საერთო შკალის მიხედვით. კოლეგიალური გადაწყვეტილების მიღება არ არის გათვალისწინებული. იმარჯვებს ის რომანი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას მიიღებს. ჟიურის შემადგენლობა კონკურსის მიმდინარეობისას კონფიდენციალურია. მის შემადგენლობაში შედიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები. გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდ ლიტერატურულ პრემიას - 10 000 ლარს მიიღებს.

 

ბანერები