ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

წიგნის „ადრეული ინკლუზიური განათლება“ პრეზენტაცია

ახალი ამბები

24 იანვარს ივენთ ჰოლში გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სამნაწილიანი წიგნის „ადრეული ინკლუზიური განათლება“ პრეზენტაცია.

სახელმძღვანელო განკუთვნილია ადრეული განათლების სფეროთი დაინტერესებულთათვის, იქნება ეს გადაწყვეტილებების მიმღები თუ ადრეული დაწესებულებების ორგანიზებასა და მართვაზე პასუხისმგებელი პირი, ხარისხის მაკონტროლებელი, უშუალოდ ბავშვებთან მომუშავე პედაგოგი თუ მშობელი.

წიგნი სასარგებლო რესურსია ადრეული განვითარებისა და განათლების მიმართულების აკადემიურ პროგრამებში ჩართული მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის.

სახელმძღვანელო მომზადდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, როგორც სამინისტროს ერთ-ერთი რესურსი ადრეული განათლების სფეროში, და განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე: http://inclusion.ge/geo/attachment/357
წიგნები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს პორტიჯის ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" მხარდაჭერით გამოიცა.

ბანერები