ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოს არჩევნების შედეგები

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის (აკადემიური პერსონალის კვოტა) კანდიდატთა არჩევნები ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან.

არჩევნების შედეგების მიხედვით მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტიდან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებად არჩეული არიან: პროფესორი დიმიტრი ჯაფარიძე, პროფესორი მაია თევზაძე. პროფესორი გიორგი(გია) ნოდია, პროფესორი რეზო მარსაგიშვილი, პროფესორი დავით აფრასიძე;

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტიდან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებად არჩეული არიან: პროფესორი ნათია კოპალიანი, პროფესორი ეკა ლეფსვერიძე, ასოცირებული პროფესორი ია კუპატაძე, ასოცირებული პროფესორი გიორგი ჯავახიშვილი;

სამართლის სკოლიდან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებად არჩეული არიან: ასოცირებული პროფესორი გიორგი მელაძე და ასოცირებული პროფესორი დიმიტრი ძაგნიძე;

ბიზნესის სკოლიდან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებად არჩეული არიან: ასოცირებული პროფესორი გიორგი ისაკაძე და ასოცირებული პროფესორი მარინე ჩხიკვიშვილი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასევე გაიმართა აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა არჩევნები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტიდან.

არჩევნების შედეგების მიხედვით აკადემიურ საბჭოში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტიდან არჩეული არიან: ასოცირებული პროფესორი ნუნუ მეტრეველი და ასოცირებული პროფესორი არჩილ მაღალაშვილი.

უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია

ბანერები