ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ვაშინგტონის შუა აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის სტიპენდიები მკვლევართათვის

ახალი ამბები

ვაშინგტონის შუა აღმოსავლეთის კვლევების ინსიტუტი საქართველოს მოქალაქე მკვლევრებისათვის აცხადებს კონკურსს კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად. 

პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია ორი ტიპის სტიპენდია:

Resident fellowship:  პროგრამის ფარგლებში 3 თვის განმავლობაში შესაძლებელია ანაზღაურებადი კვლევითი ვიზიტი ვაშინგტონში; ვიზიტის დროს კანდიდატმა უნდა ჩაატაროს კვლევა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების, დემოკრატიის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის საკითხებზე. 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 30 აპრილი

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: ბმული

Nonresident fellowship: ქართველ მკვლევრებს შეუძლიათ უსაფრთხოების, ვაჭრობის, ენერგეტიკის ან დემოკრატიის მიმართულებით 6-თვიან ანაზღაურებად პროგრამაში ჩართვა, რომლის ფარგლებშიც შეძლებენ მცირე სტატიების გამოქვეყნებას და საბოლოო ანგარიშის წარდგენას.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 31 მარტი

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: ბმული

ბანერები