ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ვაისერის პროფესიული განვითარების სტიპენდია

ახალი ამბები

რონალდ და ეილენ ვაისერების ცენტრი აცხადებს აპლიკაციების მიღებას ვაისერის პროფესიული განვითარების პროგრამისათვის.

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია სტიპენდიის მოპოვება მიჩიგანის უნივერსიტეტში მოკლევადიანი (4 კვირიდან 3 თვემდე) კვლევითი ვიზიტისათვის; სტიპენდია ანაზღაურებს ორმხრივი მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევისა და ყოველდღიურ ხარჯებს.

პროგრამით სარგებლობისათვის კანდიდატი უნდა

  • ფლობდეს დოქტორის ან/და მასთან გათანაბრებულ ხარისხს;

  • აფილირებული იყოს ქართულ უმაღლეს სასწავლებელთან;

  • მშობლიურ უნივერსიტეტში მისი მოვალეობები მოიცავდეს სწავლებას.

კანდიდატებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ ნებისმიერი მიმართულების პროგრამაზე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://fulbright.edu.pl/weiser/

ბანერები