ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ტრენინგი ბათუმელი პედაგოგებისთვის – ილიაუნის სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამა

ახალი ამბები

17 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ილიაუნის განათლების სკოლის ხელმძღვანელმა სოფიკო ლობჟანიძემ და პროფესორმა დავით მალაზონიამ ქალაქ ბათუმის საშუალო სკოლების პედაგოგებისთვის ტრენინგი გამართეს.

ტრენინგის თემაგანათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის - პედაგოგიური მიდგომები

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ქალაქ ბათუმის 50- მა პედაგოგმა, რომელთა მოსწავლეებიც განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევიან საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსი საქართველო • Kings Georgia-სთან ოლიმპიადებში.  

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამის პირველი ეტაპი საგანმანათლებლო ორგანიზაცია „კინგსთან" თანამშრომლობით განხორციელდება თებერვლიდან აპრილის ჩათვლით. ამ ეტაპზე განათლების სკოლის ტრენერები რუსთავში, ახალციხეში, ფოთში, ბათუმში, ჭიათურაში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, თელავსა და ოზურგეთში ტრენინგებს ჩაუტარებენ იმ პედაგოგებს, რომელთა მოსწავლეებიც განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევიან კინგსის ოლიმპიადაზე. სულ ტრენინგს პროგრამის პირველ ეტაპზე 800 პედაგოგი გაივლის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპი სექტემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

აღნიშნულ ეტაპზე საქართველოში არსებულ საჯარო სკოლებს შეუძლიათ, მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსებით გამოხატონ პროგრამაში ჩართვის სურვილი.

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა, სკოლის დირექტორმა 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით გაიაროს წინასწარი რეგისტრაცია ილიაუნის ვებგვერდზე, შეავსოს მარტივი სარეგისტრაციო ფორმის ყველა სავალდებულო ველი და ჩვენ დავუკავშირდებით.

რეგისტრაციის ბოლო ვადა:  31 მარტი, 2018

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/14V2a4 
ან 
დაგვიკავშირდით ტელეფონზე(+995 32) 222 00 09 (352)

ბანერები