ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კიმბერლი დევის კინგის სატრენინგო კურსი მეწარმეობაში

ახალი ამბები

18-29 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამერიკის საელჩო საქართველოში ლევინის სამეწარემო ცენტრთან (სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კალიფორნია, აშშ) თანამშრომლობით გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, დაესწროთ კიმბერლი დევის კინგის სატრენინგო კურსს მეწარმეობაში.

ტრენინგი ხორციელდება ამერიკის საელჩოს პროგრამის „გზა ცოდნაზე ორიენტირებული ეკონომიკისაკენ: საუნივერსიტეტო კვლევითი და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის კონსორციუმის ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

რას მომცემს ტრენინგში მონაწილეობა?

ინოვაციები თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილია. 3D პრინტერებიდან დაწყებული, რომლებიც ადამიანების ორგანოებს ქმნიან, დამთავრებული მარსის კოლონიზაციის განზრახვით შექმნილი კერძო კომპანიით, ინოვაციები მსოფლიო ეკონომიკის და მეცნიერების განვითარების მამოძრავებელ ძალად იქცა.

მსოფლიოში ყოველწლიურად 100 მილიონი ახალი სტარტაპი იქმნება, ამ რაოდენობიდან კი მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა თუ აღწევს წარმატებას. წარუმატებლობის პირველი მიზეზი კი არასწორი გადაწყვეტილებები, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის არქონაა.

კიმბერლი დევის კინგის ტრენინგი დაგეხმარებათ იდეის სწორად ფორმირებასა და ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებაში.

კიმბერლი დევის კინგის შესახებ

კიმბერლი დევის კინგს აქვს მაღალრისკიანი სტარტაპების დაფინანსებისა და მენტორობის 17 წელზე მეტი ხნის გამოცდილება.

კიმი ამჟამად მუშაობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დამხმარე პროფესორის თანამდებობაზე და კითხულობს ლექციებს მეწარმეობასა და ლავინის პროგრამაში. ამასთან ემსახურება ადგილობრივი ტექნოლოგიური ინკუბატორის EvoNexus-ის შერჩევისა და განხილვის კომიტეტს. კინგი აგრეთვე არის UCSD (სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტი) რედი ბიზნესსკოლის ლექტორი და თანახელმძღვანელობს StartR, mystartupxx-ს და სოციალური ვენჩორ აქსელერატორების პროგრამას რედი ბიზნესსკოლის კურსდამთავრებულებისა და UCSD-ის სტუდენტებისთვის.

იგი ფლობს სტენფორდის უნივერსიტეტის აკადემიურ ხარისხს ინდუსტირული ინჟინერიის მეცნიერებაში და ჰარვადის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში.

ტრეინინგის თემატიკა

  • ლინ სტარტაპ მეთოდოლოგია;
  • ბიზნეს კანვას მოდელი;
  • როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ისეთი იდეები, რომლებიც პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს;
  • სტარტაპ ღირებულების შექმნა

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

იდეების სწორ ვალიდაციას, ბიზნეს მოდელის შექმნას, პროტოტიპების ვალიდაციას, მომხმარებლის განსაზღვრას, მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნას, სტარტაპის მარკეტინგული სტრატეგიის შექმნას. სამიზნე  ბაზრის კვლევას, კონკურენტული უპირატესობის განსაზღვრას.

ვისთვის არის განკუთვნილი სატრენინგო კურსი?

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა კანდიდატი:

  • იყოს მოტივირებული და შრომისმოყვარე (სატრენინგო კურსი მოითხოვს მონაწილეთა ინტერაქციას);
  • ფლობდეს საკომუნიკაციო დონეზე ინგლისურ ენას (სატრენინგო კურსის სამუშაო ენა არის ინგლისური);

როგორ მივიღო მონაწილეობა პროექტში?

შეავსეთ მარტივი სარეგისტრაცი ფორმა  არაუგვიანეს 14 მაისისა. სარეგისტრაციო ფორმისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/c934DZ

შერჩევის პროცედურები

განაცხადების განხილვის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით გასაუბრებისთვის. გასაუბრების პროცესი იქნება სტარტაპთა შერჩევის პროცესის მსგავსი – მონაწილეები გამართავენ 2-3-წუთიანპრეზენტაციებს შემრჩევი კომისიის წინაშე.

კომისია დაკომპლექტებული იქნება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის – ლავინის ცენტრის (SDSU), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის – პრე-აქსელერატორი „ზუმაუთის“ (ZoomOut), საქართველოშიამერიკის საელჩოსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენლებით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 მაისი.

ბანერები