ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სტუდენტური პროექტების საგრანტო კონკურსი Nova Idea 2020

კონკურსები

სტუდენტური პროექტების საგრანტო კონკურსი Nova Idea 2020 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი იდეები რეალობად აქციონ და ამისთვის საჭირო დაფინანსება უნივერსიტეტისგან მოიპოვონ.

იმისთვის, რომ წარმოდგენილი პროექტი საგრანტო კონკურსის საბჭომ განიხილოს

  • ქვემოთ ჩამოთვლილი სამი კატეგორიიდან ერთ-ერთში უნდა მოხვდეს: 

    • სეზონური გასვლითი საგანმანათლებლო-კულტურული ბანაკების/სკოლების ორგანიზება (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, განხორციელების პერიოდი არა უადრეს 2020 წლის ივლისისა);

    • ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტების განხორციელება; 

    • თემატიკა, რომელიც განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს აერთიანებს.  

  • პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს და უნდა იყოს გამართულად შედგენილი.

საბჭო 

Nova Idea 2020-ის ფარგლებში შემოსულ სტუდენტურ პროექტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და, თემატიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა დარგის მკვლევრებთან ერთად განიხილავს სპეციალურად საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი საბჭო. 

ვის შეუძლია სტუდენტური პროექტების საგრანტო კონკურსში მონაწილეობა? 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს (არა უმეტეს 4 სტუდენტის შემადგენლობით).

კონკურსში მონაწილეობისა და პროექტების განხილვის ვადები 

ილიაუნის სტუდენტური პროექტების დაფინანსების საგრანტო კონკურსი Nova Idea 2020 სტარტს ამა წლის 11 თებერვლიდან აიღებს. ეს ნიშნავს, რომ 11 თებერვლიდან შეძლებთ პროექტების გამოგზავნას. პროექტების მიღება გაგრძელდება აგვისტოს  ჩათვლით. გამარჯვებულ პროექტებს დროდადრო გამოავლენს კონკურსის ჟიური. ყველაზე გვიან გამარჯვებული პროექტები ახალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის გამოვლინდება.  

როგორ გავხდე კონკურსის Nova Idea 2020 მონაწილე?

იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღო პროექტების დაფინანსების საგრანტო კონკურსში Nova Idea 2020, საჭიროა შეავსო: 

  • ელექტრონული აპლიკაცია 

    • აპლიკაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.do/fsnZS

  • საპროექტო განაცხადის ფორმა 

    • საპროექტო განაცხადი ხელმისაწვდომია ბმულზე.

გაითვალისწინეთ, რომ

  • აპლიკაციის შევსება შესაძლებელია მხოლოდ ილიაუნის კორპორატიული ელექტრონული მისამართიდან (@iliauni.edu.ge).

კონსულტაცია

ილიაუნის სტუდენტური პროექტების დაფინანსების საგრანტო კონკურსში Nova Idea 2020 მონაწილეობის მსურველებს შეეძლებათ წინასწარი დაჯავშნით მიიღონ კონსულტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან.

კონსულტაციის დასაჯავშნად მიჰყევით ბმულს: http://bit.do/fsn6t


 საკონტაქტო ინფორმაცია

✉ pr@iliauni.edu.ge 

☏ (+995 32) 222 00 09 (352)

ბანერები