ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის საორიენტაციო შეხვედრები პირველკურსელებთან

ახალი ამბები

გაცნობებთ, რომ სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი იწყებს საორიენტაციო შეხვედრებს პირველკურსელებთან. შეხვედრების მიზანია სტუდენტების ინფორმირება დეპარტამენტის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებების შესახებ.

შეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას:

  • როგორ დააფუძნონ კლუბი ან გაწევრიანდნენ უკვე არსებულ სტუდენტურ კლუბებში; 
  • როგორ დაწერონ და წარადგინონ პროექტი იმისთვის, რომ მიიღონ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო საუნივერსიტეტო დაფინანსება;
  • როგორ დასაქმდნენ, ან გაიარონ სტაჟირება სწავლის პარალელურად;
  • როგორ მიიღონ მონაწილეობა გასვლით სეზონურ სკოლებში;
  • რა ტიპის სპორტული აქტივობები იმართება უნივერსიტეტში და როგორ უნდა მიიღონ მათში მონაწილეობა;
  • ვის უნდა მიმართონ სასწავლო პროცესთან არსებული შენიშვნების დასაფიქსირებლად;
  • როგორ ჩაერთონ სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა გაგრძელდება კითხვა-პასუხის რეჟიმში.

დასწრება სასურველია ყველა იმ პირველკურსელისთვის, ვისაც სურს ჩაერთოს აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებაში.

იხილეთ შეხვედრების განრიგი.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები