ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სიახლე სოციალურად დაუცველ სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსების შესახებ

საქართველოს მთავრობის №536 დადგენილების ფარგლებში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ სტუდენტებს

პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში სოციალური დახმარებით ისარგებლებენ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და რომელთა სარეიტინგო ქულა 2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე.

სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს ერთი სემესტრის სწავლის ღირებულებას, მაგრამ არა უმეტეს 1125 ლარისა. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი სწავლობს ერთზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, დაფინანსებას მოიპოვებს მხოლოდ ერთ პროგრამაზე მისი არჩევანის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტები სარგებლობენ გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობით (ან სახელმწიფო დაფინანსების სხვა პროგრამით), აღნიშნული თანხა გამოაკლდება სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილ თანხას და ამგვარად დაანგარიშდება დაფინანსების ოდენობა.

ამ პროგრამის ფარგლებში გასაცემი სოციალური დახმარება არ ვრცელდება იმ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს დაუფინანსდებათ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დავალიანებაც (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სიების ფორმირებას ახდენენ სახელმწიფო უწყებები და სტუდენტების მიერ დამატებით საბუთების წარმოდგენა ან რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის.

პასიური სტატუსის მქონე სტუდენტებს ილიაუნი უცხადებს მაქსიმალურ მხარდაჭერას სტუდენტური სტატუსის აღდგენის პროცესში, რათა არ დაკარგონ დაფინანსების შესაძლებლობა.

იხილეთ დადგენილება თანდართულ ფაილად.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები