ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საორიენტაციო შეხვედრა ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტებისათვის

ახალი ამბები

19 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა გამგზავრების წინა საორიენტაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2019/20 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის შერჩეული სტუდენტებისათვის. შეხვედრის მიზანი იყო გამარჯვებულთათვის საუნივერსიტეტო პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, აგრეთვე გამოცდილებისა და პრაქტიკული რჩევების გაზიარება.

ღონისძიებაზე ტრადიციულად მოწვეული იყვნენ Erasmus+ გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულები, რომლებმაც გამარჯვებულ სტუდენტებს გაუზიარეს გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესახებ.

Erasmus+ გაცვლით პროგრამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 წლიდან ახორციელებს. ამჟამად უნივერსიტეტი სტუდენტებსა და თანამშრომლებს სთავაზობს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობას 70-მდე პარტნიორ უნივერსიტეტთან ევროპის 25 ქვეყანაში. 

ბანერები