ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სემინარები და საველე კვლევები პროექტის „V4 და აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაში ადამიანის კეთილდღეობისათვის" ფარგლებში

ახალი ამბები

ვიშეგრადის ფოდნის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის „V4 და აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაში ადამიანის კეთილდღეობისათვის" ფარგლებში 2019 წლის 24 სექტემბერიდან 4 ოქტომბერის ჩათვლით გაიმართა სემინარები და საველე კვლევები საქართველოსა და აზერბაიჯანში, რომლებშიც მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები: ლევან მუმლაძე და ბელა ჯაფოშვილი და ეკოლოგის მიმართულების სტუდენტი გიორგი ბანანაშვილი. 

ეს შეხვედრები და საველე კვლევები პროექტის კავკასიაში დაგეგმილი ატივობების საბოლოო ფაზას წარმოადგენდა. პროექტი 18-თვიანია და მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს სრულდება. 

პროექტში მონაწილეობენ პრეშოვის უნივერსიტეტის (სლოვაკეთი), ბუნების ისტორიის მუზეუმის (უნგრეთი), სამხრეთ ბოჰემიისა (ჩეხეთი) და ლოძის უნივერსიტეტების (პოლონეთი), აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიისა (აზერბაიჯანი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო) მეცნიერები.

პროექტის მიზანია ბიომრავალფეროვნების დაცვის უკეთესი კონცეფციებისა და პრაქტიკის განხორციელების, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების, გარემოსდაცვითი რეგიონული სტრატეგიების გაუმჯობესების ხელშეწყობა მტკნარი წყლის ცხოველების ბიომრავალფეროვნების კვლევის მაგალითზე. 

შეხვედრებისა და საველე კვლევების ამსახველი ფოტომასალა და დეტალები პროექტის განხორციელების ეტაპების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: 

http://visegrad.fhpv.unipo.sk/Events.php

https://twitter.com/biodiversity_ca

https://blog.fhpv.unipo.sk/ecologistsnotebooks/?m=201810

https://www.facebook.com/BiodiversityCaucasus/

ბანერები